
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა თუ ღონისძიება გააერთიანა.
კვირეული კი საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვენელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე, ლექსებითა და სიმღერებითაც შეასხეს ხორბა ქართულ ენას.
„დასრულდა ქართული ენის კვირეული კარწახის საჯარო სკოლაში...
დასრულდა ლამაზად,ემოციურად,სიყვარულით...
რა მახარებს ამ ყველაფერში? ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლე რომ საოცარი რუდუნებით ეპყრობა ქართულ ენას და ყოველ ღონისძიებაზე სახეგაბრწყინებული რომ ამბობს - „ქართულ სიმღერას ვიმღერებ, ქართულ ცეკვას ვიცეკვებო".
ამაყი ვარ, ჩემი მოსწავლეებითა და კოლეგებით, რომელთა გარეშე ეს ყველაფერი, რას მეამაყებოდა, არ იქნებოდა ასეთი ლამაზი, ჩვენ ერთად ვდგავართ სადარაჯოზე, რასაც ქართული ენის პოპულარიზაცია ჰქვია“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: