აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემას ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მიუძღვნეს 
22-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

პედაგოგი ასია ათანიანი სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავს. 

აღსანიშნავია, პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა, მათგან დამოუკიდებელ მუშაობას მოითხოვს და მიმართულია მათი მრავალმხრივი განვითარებისკენ.

ახლახან, მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს. პრეზენტაციის თემა იყო განათლების სიტემა სხვადასხვა ქვეყანაში. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რა საგანმანათლებლო ტრადიციები არსებობს საზღვარგარეთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203