
ნოდარ დუმბაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.
თარიღთან დაკავშირებით, ჯვარცხმის საჯარო სკოლის „ბიოკლუბმა“ დაიგეგმა საინტერესო საგანამანთლებლო ღონისძიება.
ღონისძიების მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუტიზმის შესახებ.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება და წარმატების მიღწევა.
„ჩვენი მთავარი მესიჯია - „აუტიზმი არ არის დაავადება - ეს არის განსხვავებული ხედვა სამყაროზე. აუტიზმის მქონე ადამიანები იმსახურებენ : პატივისცემას, მიღებას, თანაბარ შესაძლებლობებს“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: