ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ინგლისური ენის საინტერესო და ინტერაქტიული გაკვეთილი 
23-04-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და საინტერესო სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

III კლასში ჩატარდა ინგლისური ენის გაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმატებით გამოავლინეს ცოდნა და უნარები - მოსმენის, ტექსტის გააზრებისა და საუბრის კუთხით. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი მარიამ რობაქიძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი იყო საინტერესო და ინტერაქტიული. პედაგოგმა გაკვეთილზე მიმართა Kahoot-ის პროგრამას, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას.

ასევე, გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ანიმაციები, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა სასწავლო პროცესი და გააადვილა მასალის აღქმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203