ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა მიზნობრივი სასწავლო აქტივობებით გაჯერებული ქართული ლიტერატურის გაკვეთილი
22-04-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, მე-8 კლასში ქართულ ლიტერატურაში (დ. კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძე“) ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი მ. კიკვაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა გამოავლინეს ტექსტის ეპიზოდებისა და დეტალების ცოდნა, უპასუხეს საანალიზო კითხვებს, იმსჯელეს მოთხრობაში დასმულ პრობლემებზე, მოისმინეს და ნახეს ნაწყვეტები სპექტაკლიდან, ისაუბრეს აქტუალობაზე.  ასევე წარმოადგინეს - „მკითხველის თეატრი” (ეპიზოდი - მევალე სოლომანთან).

მოსწავლეები აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და იაქტირუეს. მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203