
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, თბილისის N117 საჯარო სკოლაში კალიგრაფიულ ნამუშევართა ტრადიციული გამოფენა მოეწყო.
ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბაია თანდარაშვილი გახლდათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო VII/ვ, X/ა, V/ა და V/ვ კლასების მოსწავლეების ნამუშევრები. ბავშვებმა საოცარი მონდომებით, სითბოთი და შთაგონებით „მოქარგეს“ თითოეული ქართული ასო-ბგერა და დამთვალიერებელს საკუთარი ემოციები პირდაპირ „ანბანეთიდან“ გაუზიარეს.
„ჩვენო იმედო და მომავალო, ჩვენი ფესვმაგარი ვაზის - საქართველოს სამამულე რქანო, გაუფრთხილდით, მოუარეთ და დარაჯად დაუდექით თქვენს ქვეყანას „ანიდან“ „ჰოემდე“! ჩვენ კი, თქვენს მასწავლებლებს, სხვა ქონება არ გვინდა!“ - ასე მიმართავს პედაგოგი თავის აღსაზრდელებს.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგსა და მოსწავლეებს მშვენიერების შექმნისთვის, N117 სკოლას მორალური მხარდაჭერისათვის, ხოლო ტექნიკური დახმარებისთვის საინფორმაციო მენეჯერს - ხათუნა სულიაურს, ლევან ნანობაშვილსა და ლაშა კუპრაძეს.
„ქართული კალიგრაფია ჩვენი იდენტობის ნაწილი, ეროვნულობის პასპორტია და მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ გვახსენებს მშობლიური ენის მოფრთხილების აუცილებლობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო