ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, დედის დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ მაკა ანთაძის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიებები.
მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, გააკეთეს ხმოვანი წიგნები, ასევე ჩატარდა კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ საუკეთესო წიგნების ავტორები.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: