თამაზ მელიქიძის სახელობის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლას, წარჩინებული კურსდამთავრებული ლევან მაისურაძე უკვე იუნკერად ესტუმრა.
ლევანი არის დავით აღმაშენებლის საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერი. მან მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გაააცნო თავდაცვის აკადემია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესეო უმაღლესი სასწავლებელი.
მოუწოდა მათ მიიღონ განათლება თავაცვის აკადემიაში, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და აღნიშნა ის მიღწევები, რამაც მისი წარმატება განაპირობა.
ამჟამად ლევანი აკადემიის წარჩინებული პირველკურსელია.
სკოლაში ამაყობენ კურსდამთარვებულით და მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ პროფესიულ გზაზე.
„მშობლიური სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილით და წარმატებებს უსურვებს სამშობლოს საკეთილდღეოდ, უმრავლოს სკოლას სოფელს სამშობლოს ასეთი ახალგაზრდები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: