
თბილისის N115 საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა 14 აპრილი - დედაენის დღე, რომელიც გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული გაიმართა, რომელმაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება და აქტიური ჩართულობა გამოიწვია.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მონაწილეებმა თავიანთი ხელწერის სიზუსტე და ესთეტიკა წარმოაჩინეს. მათი მოხატულ-მოქართული ქართული ასოები შთამბეჭდავი სანახავია.
ასევე გაიმართა ინტელექტუალური ვიქტორინა - „ო, ენავ ჩემო“, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ქართული ენის ცოდნა, სწრაფი აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: