
14 აპრილს, ეშტიის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელის თემა იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ანდერძად დატოვილი სიტყვები.
კონკურსში მონაწილეებმა დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით წარმოადგინეს ნამუშევრები, სადაც გამოიკვეთა ქართული ენისადმი პატივისცემა, სიზუსტე და ესთეტიკა.
თითოეული ნამუშევარი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: წერის სიზუსტე და სისუფთავე, ასოების ფორმის ჰარმონია, ნამუშევრის საერთო ვიზუალური ეფექტი.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
სპეციალური პრიზები გადაეცათ - ელიონორა იაჟიანს, მარი ბეზოიანს, არკადი გრკიკიანს და ელადა თამასიანს.
კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდებში ქართული ენისადმი სიყვარული და მისი მნიშვნელობის ღრმა გააზრება.
„მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.