
14 აპრილი- ქართული ენის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც ქართველი ხალხი ზეიმობს ქართული ენის - დედაენის დღეს.
ეს ღირსშესანიშნავი დღე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის ტკბილხმიანობას, დამწერლობის უნიკალურობას, გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი, მისი შექმნილი „დედა ენა“ - წიგნი, რომელსაც ქართველმა ერმა ძეგლი დაუდგა ყველა ქართველისათვის ძვირფასი და სანეტაროა. აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი წიგნიერების განვითარებაში.
„ძვირფასია ეს დღე ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის. დღეს ისინი იყვნენ ამ ზეიმის შემოქმედი. მათ ისაუბრეს ქართული ენის უნიკალურობაზე, (ნინო დავითიანი, დემეტრე ჭკადუა) წაიკითხეს ლექსები, გააფორმეს გაზეთები (თეონა ანსიანი, ანანო ჩაკვეტაძე), დახატეს ნახატები“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიება მოამზადეს პედაგოგებმა - თამარ ჯაჯვანმა, მანანა კვირიკაძემ და თამარ შუბითიძემ.
იხილეთ ფოტოები: