აგანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნა 
21-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მერვე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარია გინოსიანის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიება.

ღონისძიებას ჰქონდა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი სახე. 

ღონისძიების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის მნიშვნელობა და მისი როლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. მათ წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მცირე სცენები და შეასრულეს ქართული სიმღერები. ღონისძიება ჩატარდა საზეიმო და თბილ გარემოში

პირველი, მეორე, მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეებმა, კი პედაგოგ სოფიო ირიციანის ხელმძღვანელობით, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ერთობლივი ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ენის განვითარების ისტორია, თემატური ლექსები და სიმღერები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203