ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა პოეზიის საღამო შთამბეჭდავი სახელწოდებით - „ენა დედაა! ენა ღმერთია! ენა სამშობლოს სიყვარულია!“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5ა და მე-5ბ კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ქართული სიტყვის სილამაზე და ძალა ლექსების მხატვრული შესრულებით წარმოაჩინეს.
საღამოს პარალელურად მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენაც, სადაც ბავშვებმა დედაენის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. ფერადოვან და ემოციურ ნახატებში ნათლად ჩანდა მათი სიყვარული ქართული ენისა და სამშობლოს მიმართ.
კლასის დამრიგებლები და ორგანიზატორები არიან - თეონა ძირკვაძე და ხათუნა მიქავა, ხელოვნების მასწავლებელი კი ნატო სალუქვაძე.
იხილეთ ფოტოები: