
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ოლიმპიადაში ასახელეს სკოლა.
18 აპრილს ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჭადრაკში, „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მოსაპოვებლად.
მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღირსეული მეორე ადგილი დაიკავეს.
მონაწილეობდნენ:
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ბავშვებს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: