სულდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა 
21-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარიმართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ენის განვითარების ისტორია, მისი მნიშვნელობა და როლი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.

პრეზენტაციის ავტორებმა საინტერესო ფორმით გააცნეს აუდიტორიას ქართული ანბანის უნიკალურობა, ლიტერატურული მემკვიდრეობა და  თანამედროვე გამოწვევები, რომლის წინაშეც ენა დგას.

პრეზენტაციას თან ახლდა ვიზუალური მასალები, რამაც პრეზენტაცია კიდევ უფრო საინტერესო, საკითხი კი თვალსაჩინო გახადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203