ხანდოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო, საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა
21-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართა ღონისძიება, რომელმაც ინტელექტუალური თამაშის ფორმა მიიღო.

აქტივობაში მოსწავლეები გუნდებად იყვნენ გაერთიანებული და ერთმანეთს ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ.

თამაშის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დავალება შეასრულეს

კონკურენტულმა გარემომ და საინტერესო კითხვებმა ღონისძიებას განსაკუთრებული დინამიკა შესძინა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაღრმავება და ცოდნის შემოქმედებითი ფორმით წარმოჩენა. მონაწილეებმა არა მხოლოდ ცოდნა გამოავლინეს, არამედ გუნდური მუშაობისა და აზროვნების უნარებიც განივითარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203