დედაენის დღისადი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობების კვირეული ჯვარცხმის საჯარო სკოლაში 
21-04-2026

14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლაში კვირეული მოეწყო. 

კვირეულმა, რომელიც სახელმწიფო ენისა და ესთეტიკური კათედრის ორგანიზებით მოეწყო, არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა გააერთიანა. 

კვირეული წარიმართა ​დეკლამატორთა, კალიგრაფისტთა და ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენებით, წაკითხულის გააზრების აქტივობით. მოეწყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი საუკეთესო კედლის გაზეთების გამოფენა.

კვირეული კი დასრულდა შემაჯამებელი ღონისძიებით, რომელიც ეროვნული სულის ზეიმად იქცა.

პროექტში ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203