დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში 
21-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლა გამორჩეულია საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმრავლით. რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე, რომელსაც საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, დაიწყო იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის გახსენებითა და მისი როლის აღნიშვნით საქართველოში წიგნიერების განვითარების საქმეში. 

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე. წარმოდგენილი იყო დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პლაკატები, ვიდეორგოლები, ნახატები ხელნაკეთი წიგნები.

ღონისძიების დასასრულს, კალიგრაფიის კონკურსში წარმატებულ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან ერთად, მასწაველბლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი შემოქმედებით აქტივობებში. კერძოდ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - ქართული ენის პედაგოგები თინათინ გოზალიშვილი, თერეზა მამულიანი, არეგნაზ ჩტჩიანი , არმინე ქოსიანი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი ანა ქუქჩიშვილი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203