ლაჯანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილმა კვირეულმა არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა გააერთიანა
22-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. 

გაიმართა კვირეული, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა. 

14 აპრილის სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ დედაენის დღისადმი მიძღვნილ სარაიონო ღონისძიებაში, ჩაერთნენ  სხვადასხვა აქტივობაში და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, რისთვისაც ცაგერის მერიისგან სიგელებით დასაჩუქრდნენ. 

„მადლობას ვუხდით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურს, ასევე ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ღონისძიების ორგანიზებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

ასევე სკოლაში მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობა: მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები და გამოფენაც მოაწყვეს, ასევე დაამზადეს სტენდი სახელწოდებით - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. მოეწყო ასფალტზე ხატვა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს თემატურ ქვიზებზე.  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო აქტივობა - „ ვსწავლობთ ქართულ ენაზე შექმნილ ლექსებს“.

საბაზო და საშუალო საფეხურზე გაიმართა ლექციის ფორმატის საგანმანათლებლო საუბრები - „1978წლის 14 აპრილი“, „ქართველური ენების წარმოშობა“, „ლაზარეს ენა“.

კვირეული დასკვნითი ღონისძიებით - „ქართული სულის გაზაფხული“, „გვიყვარხარ პატრიარქო!“ დაგვირგვინდა. 

„დედაენა ეს პირველი მასწავლებელია, რომელიც სამყაროს სიყვარულს ქართული ასოებით გვასწავლის!“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203