შრომის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
21-04-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებით, ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა 14 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა იდენტობა და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.

გაიმართა ღონისძიება, რომელიც ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე. 

ბავშვებმა თემატური ლექსებიც წაიკითხეს, აქეს და განადიდეს ქართული ენა და ცნობილ ავტორთა გამონათქვამებით ხოტბა შეასხეს ერის საგანძურს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203