ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი როლური თამაშით წარიმართა
21-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.  

აღსანიშნავია, მე-4 კლასში ჩატარებული ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი, რომელიც საინტერესო აქტივობებით წარიმართა. მათ შორის პედაგოგმა მიმართა როლურ თამაშს. 

მოსწავლეებმა ისწავლეს თემა - „აფთიაქში“, შემდეგ გაითამაშეს დიალოგი - „სიტუაცია აფთიაქში“.

ბავშვებმა ასევე დაამზადეს ილუსტრირებული ლექსიკონი, ბოლოს კი შექმნეს ტექსტი.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ  საგნის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ- მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203