წერაქვის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა სასწავლო ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
22-04-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებებს, რომლებიც უნივერსიტეტის 150 წლის იუბილესა და დედამიწის დღესთან დაკავშირებულ კვირეულს მიეძღვნა.

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში. მოსწავლეებმა ჩაატარეს ქიმიური ცდები, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და პლანეტარიუმი, ასევე მიიღეს მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეცნიერებისა და გარემოს დაცვის შესახებ. პედაგოგებისა და მშობლების ჩართულობამ კიდევ უფრო გაამდიდრა ეს გამოცდილება და ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას.

აღნიშნული ვიზიტი იყო როგორც შემეცნებითი, ისე პრაქტიკული გამოცდილებით დატვირთული დღე, რომელმაც მონაწილეებს ახალი ცოდნა და შთაბეჭდილებები შესძინა.

გასვლითი ღონისძიების ავტორი და ინიციატორი იყო პედაგოგი ნინო ხოსროშვილი. ღონისძიება განხორციელდა სკოლის დირექტორის აქტიური ტექნიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერით.

„მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა განვითარებას, მათი ინტერესების გაღრმავებას და სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203