ლეჟბადინის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა დედამიწის დღე არაერთი გარემოდაცვითი აქტივობით აღინიშნეს 
21-04-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. თარიღს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ მე-4 კლასის მოსწავლეებმა და გარემოსდაცვითი დღე პედაგოგ საიდა კარიმოვას ხელმძღვანელობით აღნიშნეს. 

პედაგოგი მოსწავლეების დედამიწის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ბავშვებს საინტერესო პროექტი შესთავაზა. პედაგოგმა მე-4 კლასელებთან ერთად გარემოსდაცვითი ლოზუნგები შეიმუშავა და ყვავილები დარგო. მათ კოლეგებმაც გაუწიეს დახმარება. მოსწავლეებმა შერჩეული ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

„მოსწავლეთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისინი საკუთარი ხელით უვლიდნენ ყვავილებს და დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ აქტივობებს“,- გვეუბნება მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203