​დედაენის დღისადმი მიძღვნილი​ საინტერესო ღონისძიება ჩქუმის საჯარო სკოლაში 
21-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.  

რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა 14 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა იდენტობა და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე და ხოტბა შეასხეს ჩვენს საგანძურს. 

ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და მოწაფეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203