ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი, შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს 
21-04-2026

ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ერთიანობითა და სიმტკიცით დაიცვა სახელმწიფო ენის სტატუსი.

ეს მნიშვნელოვანი თარიღი სკოლაში მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა.

ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით, მოსწავლეებმა იმუშავეს ქართული ასოების მხატვრულ გაფორმებაზე და შექმნეს ორნამენტებით გამორჩეული ნამუშევრები. ასევე, მოსწავლეებმა ჟესტურ ენაზე გადაიღეს ვიდეორგოლი, სადაც თითოეულ ასოსა და მასზე დაწყებულ სიტყვას სიმბოლური დატვირთვა მიანიჭეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203