ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში გოგონებს შორის მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი სპორტის მასწავლებლის, ალექსანდრ კალმიკოვის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს.
„ჩვენმა გოგონებმა საოცარი რეაქცია მოხერხებულობა და, რა თქმა უნდა, გამარჯვების ნამდვილი სურვილი გამოავლინეს“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში და ტურნირის შედეგებს გვიზიარებენ:
I ადგილი - ალინა მიროშნიკოვა;
II ადგილი - კარინა აიროპეტიანი;
III ადგილი - რუზანა ისპირიანი.
სპორტი მხოლოდ აქტიური დასვენება არ არის. ეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დისციპლინას, მიზანზე კონცენტრაციას და გამარჯვების თუ მარცხის ღირსეულად მიღებას გვასწავლის.
„ვამაყობთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ირჩევენ აქტიურ ცხოვრების წესს და მუდმივად ისწრაფვიან თვითთგანვითარებისკენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: