
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში კვირეული მოეწყო.
კვირეულმა არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა.
მოსწავლეებმა შექმნეს უამრავი ნამუშევარი, რომელთა ნაწილი გაიგზავნა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში, დანარჩენი ნამუშევრების პრეზენტაცია კი სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო.
მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და საკუთარი შემოქმედებით გადმოსცეს ქართული ენის სიდიადე და მისი მნიშვნელობა ერთის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
15 აპრილს ქართული ენის კათედრის (ხელმძღვანელი ნინო ახალაძე) ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება თემაზე - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ”.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, აღნიშნეს მისი ტკბილხმიანობა და სიწმინდის დაცვის აუცილებლობა.
„სკოლა ამაყობს თითოეული მოსწავლის წარმატებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: