ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ცხვედიაშვილი მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონია 
21-04-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

ნიკოლოზ ცხვედიაშვილმა ახალგაზრდებს შორის მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნიკოლოზმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 70 კგ წონით კატეგორიაში და საქართველოს ჩემპიონი გახდა, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მისი შრომის, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.

„ვულოცავთ ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203