გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფური შემოქმედებითი აქტივობა და არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი 
21-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში. 

აღსანიშნავია, არაფორმალური განათლების ფარგლებში - II-VI კლასები ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „ჩემი ტყე და მისი ბინადრები“, რომელსაც უძღვებოდნენ  ბილინგვური სწავლების სპეციალისტები - არეგნაზ ქალაშიანი და ელენა ბერუჯანიანი, მათ ასევე დახმარება გაუწია, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა თაგუჰი ეროიანმა

მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. 

თითოეულ ჯგუფს დაურიგდა ფურცლები, სადაც დატანილი იყო ცხოველებსა და მცენარეების გამოსახულებები. თითოეულმა  ჯგუფმა შეიქმნა  თავის ტყის ნახატი, აპლიკაცია და მაკეტი.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203