შეუმცირდებათ თუ არა მასწავლებლებს ხელფასები სექტემბრიდან? - თამარ მახარაშვილი აქტუალურ კითხვას პასუხობს
21-04-2026

2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება; მცირდება თუ არა პედაგოგების ხელფასი, თუ ისინი საგანში გამოცდას ვერ ჩააბარებენ? - აქტუალურ კითხვას განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი პასუხობს:

„საუბარია 2024 წლის რეგულაციაზე, როდესაც ახალი სახელფასო პოლიტიკა დამტკიცდა და მასწავლებლებს მოემატათ ხელფასი - მაშინვე გაკეთდა ასეთი დათქმა, რომ საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებს ვინც კითხულობს (ადრე, თუ ერთი საგანი ჩაბარებული ჰქონდა, შეეძლო საგნობრივი ჯგუფის ყველა საგანი ესწავლებინა), 2026 წლის სექტემბრამდე ეძლეოდა საშუალება, დაედასტურებინა კომპეტენცია.

რა თქმა უნდა მასწავლებლებმა ეს მიიღეს ჩვეულებრივად... დაახლოებით 5 000-მა მასწავლებელმა, 2024-2025 წლებში ჩააბარა გამოცდა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე;

პირველ რიგში, მასწავლებლებს ესმით, რომ ხარისხიანი განათლება პრიორიტეტია და საგანში, რომელსაც ასწავლი, კომპეტენცია დადასტურებული უნდა გქონდეს - აქ კითხვის ნიშნები არ ყოფილა და რადგან 2026 წლის სექტემბერია ვადა კანონში, ამიტომ ვთქვით, მოდი, არ შევზღუდოთ - სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ვისაც დაუდასტურებია კომპეტენცია, შეეძლება, სამ გამოცდაზე გავიდეს. 

...ჩვენ ჩატარებულ გაკვეთილებზე ორიენტირებული სახელფასო პოლიტიკა ავაწყვეთ - მასწავლებლის ხელფასის მდგენელი ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობაა და 1600-1700 ლარია პედაგოგის ანაზღაურება საშუალოდ“, - დასძინა მახარაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203