მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში განხორციელდა საინტერესო და შემოქმედებითი პროექტი - „ენა დედაა ერისა“.
პროექტის ავტორი გახლავთ პედაგოგი ნინო ხოსროშვილი.
პროექტში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები, რომელთაც დიდი ინტერესითა და მონდომებით შექმნეს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები: ხისგან დამზადებული „დედა ენის წიგნი“, კედლის გაზეთი და თემატური პრეზენტაცია. მათი ნამუშევრები გამოირჩეოდა ღრმა შინაარსითა და შემოქმედებითი მიდგომით.
პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ენის პედაგოგმა - ნონა სიდიანმა, რომლის მხარდაჭერამ და ჩართულობამ პროცესს კიდევ უფრო მეტი ღირებულება შესძინა.
პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე სკოლის დირექციას ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
ასეთი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების გააზრებას ქართული ენის სიყვარულის გაღმავებას.
იხილეთ ფოტოები: