
დედაენის დღესთან დაკავშირებით, შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფერო შეიქმნა - გაიმართა მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კონკურსი.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს თემის წერაში, კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში.
მათი ნამუშევრები ნათლად ასახავდა შემოქმედებით პოტენციალს, გემოვნებასა და გულწრფელ დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების კულტურის გაღრმავება, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, სკოლის ადმინისტრაციამ ყველა მონაწილე კონკურსში ჩართულობისთვის წიგნებით დააჯილდოვა.
„გილოცავთ დედაენის დღეს! ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და შთაგონებით სავსე მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: