
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართული მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და გაჯერებულია როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო აქტივობებით.
მე-2 კლასელებს განსაკუთრებულად თბილი და საინტერესო დღე ჰქონდათ. პატარა მაყურებლებმა მასწავლებლებთან ერთად უყურეს „მაუგლის თავგადასავალს“ და ერთად იმოგზაურეს ზღაპრულ სამყაროში.
ბავშვები დიდი ინტერესითა და სიხარულით იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითოეულ ასეთ აქტივობას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.
„სწორედ ასეთი მომენტები ავითარებს მათ წარმოსახვას, ემპათიას და სიყვარულს სამყაროს მიმართ. ბედნიერი ბავშვები - ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: