თბილისის N108 სკოლის მოსწავლე ლიზი უსენაშვილი ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსის გამარჯვებულია
21-04-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლის - ლიზი უსენაშვილის წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლე ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსის გამარჯვებულია. 

ლიზიმ ესეს ნომინაციაში - „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“  - გაიმარჯვა. 

მოსწავლე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, დააჯილდოვა. 

მინისტრის მოადგილემ მოსწავლეს მიღწეული წარმატება მიულოცა და მას შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შემოქმედებით კონკურსში „ივანე ჯავახიშვილი 150‘‘ მონაწილეობდნენ 12-18 წლის მოსწავლეები. მათ ვიდეოს, ციფრული ნამუშევრის, კომიქსისა და ესეების შექმნით წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობასა და ცოდნის ძალის მნიშვნელობაზე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203