„ენა, მამული, სარწმუნოება“ - კორხის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
21-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიებით აღინიშნა. 

ღონისძიება სახელწოდებით - „ენა, მამული, სარწმუნოება“ მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი საზეიმო თუ საგანმანათლებლო აქტივობა გააერთიანა. 

მოსწავლეებმა ​გაიხსენეს დიდი მწერლების შემოქმედება და ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე,  ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობაზე. 

ღონისძიება განხორციელდა ბილინგური სწავლების პროგრამის ფარგლებში, არაფორმალური განათლების მიმართულებით. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი იზოლდა ფოცხვერაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203