
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია.
მათ, შორის სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო კონკურსში - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა შემოქმედებით პროექტზე. წარმოადგინონ თავიანთი ხედვა ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციის კუთხით. დაამზადეს ციფრული პოსტერები, შექმნეს ულამაზესი პლაკატი. IX კლასის მოსწავლეებმა დაწერეს ესე სახელწოდებით - „რა ენა წახდეს“.
სკოლაში პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ირმა წერეთელი.
იხილეთ ფოტოები: