„ქართული ენა არის ჩვენი სიამაყე და ჩვენი ფესვები“ - ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა
20-04-2026

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილი, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.

„დედაენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ენა მხოლოდ კომუნიკაცია არ არის - ის არის ჩვენი სიამაყე და ჩვენი ფესვები“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და იმსჯელეს თუ რატომ არ უნდა გამოვიყენიოთ ბარბარიზმები და არ დავაბინძუროთ ენა. 

„მსჯელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ შევინარჩუნოთ ენის სიწმინდე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა იყო - „ფრაზეოლოგიზმების განმარტება“.

„ეს აქტივობა კი თითქოს საუკუნეების სიღრმიდან ამოსული სიბრძნე იყო, სიტყვები რომლებიც გვასწავლის, გვზრდის და გვაერთიანებს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიების დასასრულს დედაენაზე სიმღერა შეასრულა III კლასის მოსწავლე მარიამ გულიტაშვილმა.

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ირმა წერეთელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203