უფლისციხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებით დაგვირგვინდა 
21-04-2026

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა გააერთიანა. 

კვირეული კი საზეიმოდ დასრულდა კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებით.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა, მონაწილეებმა გამოავლინეს დიდი მონდომება, სიზუსტე და ესთეტიკური ხელწერა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ანბანის სილამაზესა და უნიკალურობას.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და დაჯილდოვდნენ I, II და III ადგილების მიხედვით.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მათ წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ყველა მონაწილეს და ვისურვებთ მომავალშიც ასეთივე წარმატებებს და სიყვარულს ქართული ენისადმი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203