უფლისციხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა 
20-04-2026

„ენა ჩვენი იდენტობა, კულტურა და ისტორიაა“, - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

რაღა თქმა უნდა, დედაენის დღე სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი და ინტერესით აღნიშნეს. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მრავალფეროვან და სახალისო აქტივობებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართული ენის სიყვარულსა და სწორად გამოყენებას.

ღონისძიება გაიხსნა ქართული ანბანის კედლის პრეზენტაციით, მოსწავლეებმა საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს ანბანის თითოეული ასო და გამოავლინეს უსაზღვრო შემოქმედებითი უნარები.

ჩატარდა ბარბარიზმების თემაზე საინტერესო აქტივობა, მოსწავლეებმა ისწავლეს უცხო სიტყვების ქართულად ჩანაცვლება და სუფთა მეტყველების მნიშვნელობა.

სახალისოდ წარიმართა ვიქტორინა, რომელმაც ბავშვებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენისა და გუნდური მუშაობის შესაძლებლობა მისცა.

განსაკუთრებით სახალისო იყო „სიტყვის ჯაჭვი“, მოსწავლეებმა სწრაფი აზროვნება და სიტყვების მარაგი გამოავლინეს.

კვირეული დასრულდა კალიგრაფიის კონკურსით, გამოვლინდა ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული ხელწერა.

„მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენის მნიშვნელობასა და მისდამი სიყვარულის გაღრმავების აუცილებლობას“, -აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ორგანიზატორ მასწავლებლებს - ნონა გიგოლაშვილსა და ცირა გოგიჩაიშვილს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203