„ვინ უკეთ ვიცით ქართული“ - ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ვიქტორინა გაიმართა 
20-04-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ვიქტორინა -  „ვინ უკეთ ვიცით ქართული“. 

კონკურსში მონაწილეობდნენ მე-5-მე-12 კლასების მოსწავლეები.

ვიქტორინა მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადსხვა ტიპის აქტივობა, წარმოაჩინეს ცოდნა და შესაძლებლობები და ქართული ენის მრავალსაუკინოვანი მდიდარი ისტორიის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ენის სიყვარულის გაღვივებას, ამახვილებდა ყურადღებას ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე და მოუწოდებდა მოსწავლეებს უარი ეთქვათ ბარბარიზმებზე

ღონისძიება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203