„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი...“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ქართული ენის სიდიადეს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
21-04-2026

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.  

რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა 14 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.

lll კლასში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი...“. მოსწავლეებმა ცნობილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ხოტბა შეასხეს ერის საგანძურს, ისაუბრეს ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობაზე, ასევე აღნიშნეს, რომ უარის იტყვიან ბარბარიზმებზე და დაიცავენ ენის სიწმინდეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203