ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
20-04-2026

14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის იდენტობის შენარჩუნებაში. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართულ დამწერლობაზე, წაიკითხეს ლექსები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს და შეასრულეს არაერთი საზეიმო ნომერი. 

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203