
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს და მის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
ბავშვებმა ასევე ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს.
„ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის საფუძველია. მშობლიური ენა ჩვენი ციხესიმაგრე, სიმდიდრე და სიამაყეა ვისაუბროთ ქართულად, დავიცვათ იგი დაბინძურებისაგან! „არა ბარბარიზმებს!!!“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები: