ქუთაისის N20 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე დედაენის დღე საინტერესო, სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა
20-04-2026

14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

ეს ღირსშესანიშნავი დღე ქუთაისის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არაერთი აქტივობით აღნიშნეს და გამოხატეს ენის სიყვარული და ისტორიის პატივისცემა. 

პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში საინტერესო სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობები მოეწყო , მოსწავლეებმა ცნობილი ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს. მე-2 - მე-4 კლასების მოსწავლეებისთვის კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მიმოიხილეს ქართული ენის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. 

აქტივობები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203