არხილოსკალოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე კვირეულით აღინიშნა
21-04-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა 14 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.

არხილოსკალოს საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა ქართული ენის კვირეულს.

კვირეულის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მაია მნათობიშვილის ხელმძღვანელობით, VII-VIII კლასების მოსწავლეებთან ჩატარდა ღონისძიება თემაზე: „ქართული ენა - ჩვენი იდენტობა და სული“.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით, მონდომებითა და შემოქმედებით წარმოაჩინეს მშობლიური ენის სილამაზე, მნიშვნელობა და მისი განსაკუთრებული როლი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, თუ რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია ქართული ენა თითოეული ჩვენგანისთვის.

ასევე, I კლასის დამრიგებლის - ეკა პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები დედაენის კვირეულთან დაკავშირებით. პატარებს ესაუბრნენ დედაენაზე, მის ავტორზე, ქართულ ანბანზე და ქართული სიტყვის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა გააფერადეს ასო-ბგერები, შეადგინეს სიტყვები თითქმის ყველა ასოზე და მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა. ბავშვებს ასევე წაუკითხეს საინტერესო ტექსტები, რამაც მათი ჩართულობა და ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

სკოლის დირექტორი მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აღნიშნული აქტივობებისა და ღონისძიებების პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და შემოქმედებითად განხორციელებისთვის.

„ქართული ენა ჩვენი სულია, ჩვენი იდენტობაა და ჩვენი მომავლის მტკიცე საფუძველია“,- კარგად იციან არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203