
თბილისის N79 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
16 აპრილს, მწერალთა სახლში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია. ფართომასშტაბიან პროექტში ჩართული იყვნენ დედაქალაქისა და რეგიონის სხვადასხვა სკოლა, მათ შორის თბილისის N79 საჯარო სკოლის VIბ და VIIბ კლასების მოსწავლეები - ელენე ლილუაშვილი და ლიკა ჩიკვილაძე, ხელმძღვანელი - პედაგოგი ნინო მაჭარაშვილი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი თემატური ნამუშევრები - ტრადიციული „ლურჯი სუფრა“ ორნამენტებითა და ქართული ანბანით შესრულებული.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერალთა სახლის ადმინისტრაცია, ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კალიგრაფისტები, მშობლები და მასწავლებლები.
საგანმანათლებლო პროექტის უშუალო ხელმძღვანელი გახლდათ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატი, ფილოლოგი ნინო ჯალაღონია, თანამონაწილე ნ.მაჭარაშვილი.
იხილეთ ფოტოები: