
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა.
გაიმართა კვირეული, რომელმაც როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო და შემოქმედებით ღონისძიებები თუ აქტივობები გააერთიანა.
კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო ენის კათედრამ V, VI, VII, VIII, X და XI კლასების მონაწილეობით, ჩაატარა შემდეგი ღონისძიებები - „ძველი ქართული ტრადიციები“ და „ჩვენი ენა ქართული“.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, ისაუბრეს მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა.
შთამბეჭდავი იყო ღონისძიების საზეიმო ნაწილი, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ცნობილი ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: