ქვემო მახოს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე ილია საფარიძემ მხატვრული კითხვის რეგიონალურ კონკურსში 1-ელი ადგილი დაიკავა
20-04-2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ სასიხარულო ამბავს. 

მხატვრული კითხვის კონკურსის რეგიონალურ ტურში, რომელშიც მონაწილეობდნენ 1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეები, წარმატებით იასპარეზა ქვემო მახოს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე ილია საფარიძემ

​ის ჟიურის წევრების წინაშე ღირსეულად წარსდგა და განსაკუთრებული ოსტატობითა და ემოციურობით წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი - „საქართველოო ლამაზო“. შედეგად კი  დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი.

ილია საფარიძეს გადაეცა სიგელი და თასი.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში! მადლობა მასწავლებლებსა და მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“,- აღნიშავენ სკოლაში და ხარობენ მე-3 კლასელის ბრწყინვალე წარმატებით. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203