ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული აქტივობები საბუეს საჯარო სკოლაში 
21-04-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა 14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. 

სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელმაც არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა გააერთიანა. 

კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა:

  • კითხვის კონკურსი სახელწოდებით - „ვკითხულობთ გოგებაშვილს“;
  • ​წერის კონკურსი;
  • საპრეზენტაციო ფაილში შექმნილი გოგებაშვილის მოთხრობების ჩვენება.

​აღნიშნული აქტივობები წარმოადგინეს I-IV კლასის მოსწავლეებმა. აქტივობები მათთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203