„შენი გული ჩემი სახლია“ - მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
20-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი  გაჯერებულია, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო და შემოქმედებითი ღონისძიებებით. 

აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელმაც არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა. 

მეხუთე და მეშვიდე კლასების მოსწავლეებმა, სომხური ენის მასწავლებელთან ერთად, წარმოადგინეს მრავალფეროვანი სანახაობა სახელწოდებით - „შენი გული ჩემი სახლია“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები. 

ბავშვებმა დედებს დღესასწაული თბილი სიტყვებით მიულოცეს და არაერთი სიურპრიზით გაუხარეს გული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203